ბელგიაში მდებარე ამ ვილის საყრდენს განათების, მასალებისა და ემოციის კომბინაცია წარმოადგენს. დამკვეთის მთავარი სურვილი სახლში მშვიდი ატმოსფეროს შექმნა იყო.
ეს კერძო რეზიდენცია ლურჯი ქვის კედლებით არის გარშემორტყმული. საცხოვრებელი ორ სართულზეა მოწყობილი მინისა და ლითონისგან შექმნილი ცენტრალური ატრიუმის გარშემო. სამზარეულო, რომელშიც შიშველი ბეტონის კედლები და ხე შესანიშნავ ტანდემს ქმნის, თავისუფლად ურთიერთობს მისაღებთან. ამ სივრცეს მონუმენტური ლითონის კიბე ამშვენებს. ლითონი მარტივად გამოიყურება, მინის ნაცვლად ამ მასალის გამოყენება ბეტონის კედლებს მეტ სიმსუბუქეს და, ამავდროულად, სიმტკიცეს მატებს.
ლითონის კიბეს მივყავართ მეორე სართულზე, სადაც საძინებლები და დასასვენებელი ზონებია განთავსებული. აქ ასევე არის სოლარიუმი, რომელსაც შიშველი ბეტონის ფასადი ამშვენებს.
ამ ვილაში არქიტექტურა მოტივირებულია სივრცის გათავისუფლებით და გამოყენებული მასალების არსის გაცნობიერებით. ულამაზესი ინტერიერი სიმტკიცის ეფექტს ქმნის მკაფიო ხაზების, გამძლე მასალებისა და ფუნქციონალური ორგანიზების საშუალებით. დეკორი, სადაც სიმსუბუქე და სიმკვრივე წონასწორობაშია, კომფორტისა და სიმშვიდის განცდას აღძრავს.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული მასალების ხარისხი, მოპირკეთება, ზომიერება და მინიმალიზმი აყალიბებს გარემოს, რომელიც დამკვეთს სასურველი სიმშვიდით უზრუნველყოფს.
პროექტის ავტორი: Luc Spits Architecture
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”