in

სახლი-გალერეა შვეიცარიაში – Falconi architettura-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

არქიტექტორმა გაბრიელ ფალკონიმ (Gabriele Falconi) და „Falconi architettura“-ამ შვეიცარიაში ერთ-ერთი კოლექციონერის ვილა დააპროექტა.1600 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სახლი-გალერეის შექმნის ისტორიას პროექტის ავტორი შემდეგნაირად ახასიათებს: „ვილის მესაკუთრე თანამედროვე ხელოვნებითაა გატაცებული – ჩემი მთავარი ამოცანა კოლექციის ინტერიერთან შერწყმა იყო,  ასევე, ჰარმონიულად უნდა შემევსო ადგილობრივი კომპანიის „Favre & Guth architects“ -ის მიერ აშენებული სახლის არქიტექტურა.“

მოსაფიქრებელი იყო 950 კვადრატული მეტრი ფართის ორსართულიანი სივრცის მოპირკეთება, განათება და ავეჯი, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე.

პირველ დონეზე ჰოლი, სასტუმრო, სასიგარე ზონა, დახურული აუზი, სპა და სატრენაჟორო დარბაზია. მეორე სართულზე – მფლობელების ორი საძინებელი, საზიარო სათავსოები, სააბაზანოები და სტუმრების ოთახი  იყო განთავსებული.

ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული ჩარევა ჩაფიქრებული იყო როგორც სახლის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული არტ-გალერეის გაგრძელება.

მოპირკეთებაში მარმარილო და ეგზოტიკური ხე ჭარბობს. ოთახების ინტერიერი ძვირფას ზარდახშაში ყოფნის განცდას ბადებს. ლომბარდიის კარიერების რუხი მარმარილო – „Ceppo di Gre“ აქ მთავარი მასალაა.

„ზოგან ქვას ღია ფორებით ვტოვებდით, რათა ნატურალურობის განცდა გაგვემძაფრებინა, სხვა ადგილებში კი იდეალური ზედაპირის მიღებამდე ვაპრიალებდით“.

მაქსიმალური ეფექტი სატრენაჟორო დარბაზშია მიღწეული, ის ქვაში გამოკვეთილი სივრცესავითაა.

„Ceppo di Gre“-ს მარმარილოს გარდა აქ სხვა სახეობებიცაა გამოყენებული: “Irish Connemara“, „Calacatta Gold“, „Giallo Siena“ და „Acquasanta“. აუზი „Absolute Black „-ის შავი გრანიტითაა გაწყობილი, რათა სიღმის განცდა უფრო გაძლიერდეს.

ქვასთან ძვირფასი ხეა შერწყმული: მაკასარი,  ებენ ამარა, პალისანდ სანდოსი. ავეჯი იმგვარად იყო შესარჩევი, რომ ხელოვნების ნიმუშებს შერწყმოდა. ამ შემთხვევაში „Edra“ -ს ფაბრიკის არტისტული მოდელები წარმატებული არჩევანი აღმოჩდა.

ფოტოები: Andrea Martiradonna

როგორ შევარჩიოთ მატრასი სწორად – 4 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

რემონტის შეცდომები: ქეთო ბარაბაძის გამოცდილება