ნიდერლანდების სანაპიროსთან მდებარე ყოფილი მამული პარკისმაგვარ საცხოვრებელ ზონად გარდაიქმნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მისი კულტურული და ისტორიული იდენტობის შენარჩუნებაზე. თვალუწვდენელი ხეები, გამორჩეული არქიტექტურა და თვალწარმტაცი ხედები ამ მამულს საცხოვრებლად სასიამოვნო ადგილად აქცევს.
“Hidden Villa” სრულად არის ჩაფლული მდიდარ ბაღში, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და ამცირებს გარემოს ზემოქმედებას. შენობაში შესვლისთანავე ახალი სამყარო იშლება. ბაღის დიზაინი ქმნის ახალ ხედვის ხაზებს და ზონებს, რომლებიც ვილიდან ჩანს.
საცხოვრებელი სივრცეები მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე გარემოსთან. საინტერესო ხედვის წერტილები ქმნის გამჭვირვალობის შეგრძნებას, ხოლო ორმაგი სიმაღლის გამწვანებული ეზო აძლიერებს სივრცის შეგრძნებას. ვცელი გადახურვა აძლიერებს კავშირს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, რაც საშუალებას აძლევს მაცხოვრებლებს, თავისუფლად გადაადგილდნენ ვილის გარშემო. გადახურვის სიღრმე შეესაბამება მზის მოძრაობას და იცავს ვილას გადახურებისგან, მიუხედავად ფასადებში მინის ფართო გამოყენებისა.
მასალების დაბალანსებული ნაზავი — ხე, ქვა, ბეტონი და მინა—გარე მხარეს ანიჭებს დახვეწილ, მდიდრულ იერს. შესასვლელი, პატიოები და ზედა სართულის ფასადები დაფარულია ზეთით დამუშავებული ნაცრისფერი ხით, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადები პირველ სართულზე და დამხმარე შენობა აშენებულია ღია ფერის აგურით.
რაც შეეხება ინტერიერს, სპეციალურად დამზადებული ავეჯი და ჩაშენებული კარადები ინტეგრირებულია ვილის არქიტექტურულ დიზაინში. მდიდრული მასალები, როგორიცაა მუქი ზეთით დამუშავებული მუხის პანელები, თეთრი ბეტონის იატაკები და ბუნებრივი ქვის სამზარეულოს ელემენტები, ქმნის საინტერესო გარემოს.
ბაღის რამდენიმე ზონა პირდაპირ არის დაკავშირებული ვილასთან, მათ შორის საცურაო აუზი და ბუხარი. გარე სამზარეულო და გადახურული ტერასები იდეალურ მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს მაცხოვრებლებისთვის. მწვანე მცენარეები, რომელიც ვილის ირგვლივ გვხვდება, აერთიანებს ბუნებასა და სახლს და ქმნის ჰარმონიულ ურთიერთქმედებას ლანდშაფტს, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს შორის.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”