აღნიშნული პროექტი ყურადღებას იქცევს გაშლილი სივრცეებითა და მასში გამოყენებული უხვი სიმწვანით. ინტერიერში ფიგურირებს რამდენიმე წამყვანი ფერი, რომელთა ჰარმონიული შერწყმა ექსტერიერთან ქმნის სასიამოვნო ბალანსს. სახლი დაკომპლექტებულია თანამედროვე კლასიკური ავეჯითა და აქსესუარებით, რაც მას საკმაოდ დახვეწილ და ელეგანტურ ელფერს სძენს.
პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე
შესრულების თარიღი: 2018 წელი
არქიტექტურა: გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი
არქიტექტურული სტუდია: MUA Architecture and Placemaking
ლანდშაფტის დიზაინი: თათუკა ჯაფარიძე
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი