in

ვილა ვიეტნამში – Kanopea Architecture Studio-სა და T3 ARCHITECTS-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ვილა, რომელიც 2023 წელს აშენდა, ვიეტნამში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 300 კვადრატული მეტრია. არქიტექტორებმა პროექტი ტროპიკულ პირობებზე მორგებული სტანდარტებით შექმნეს, გაითვალისწინეს როგორც ცხელი ამინდი, ასევე ძლიერი წვიმა, ქარი და ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი ფაქტორები. შენობა ხეების ქვეშ განთავსდა, რათა “თერმული კომფორტი” შექმნილიყო.

არქიტექტურა მიჰყვება ბიოკლიმატურ პრინციპებს. პროექტს აქვს იზოლირებული სახურავი, რომელიც სახლის სხვადასხვა ნაწილების გათბობა-გაგრილებას უზრუნველყოფს. ოთახები ისეა განაწილებული, რომ თითოეულ მათგანში მაქსიმალურად არის დაცული ადამიანების კონფიდენციალურობა და სიმყუდროვე. საერთო ტერიტორიები ბუნებრივად ვენტილირებად სივრცეებებს წარმოადგენს, ამ გზით ხდება ენერგიის დაზოგვა და ტროპიკული შეგრძნებების შენარჩუნება. საძინებელი იდეალურად არის იზოლირებული სითბოსა და სიგრილის შესანარჩუნებლად.

ფასადი შეილესა ადგილზე გაკეთებული გათხრების შედეგად მიღებული ადგილობრივი ქვიშის გამოყენებით, რომელსაც ბუნებრივი ეფექტი შემოაქვს და შენობას უნიკალურ ხასიათს ანიჭებს. ინტერიერის თვალსაზრისით, დიზაინი მინიმალისტურია.

ლანდშაფტში გათვალისწინებულია ბუნებრივი და კარგად ინტეგრირებული ადგილობრივი მცენარეები. აუზის სისტემა იყენებს მარილს ქლორის გარეშე და მისი სიღრმე 120მეტრია. ვილა იდეალური ადგილია განსატვირთად და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. 

ბინა ლისის ტბასთან – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

ბუხარი ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის