ბელგიელ დიზაინერთა დუომ Muller Van Severen (Fien Muller და Hannes Van Severen) ავეჯის კოლექცია საფრანგეთში, ქალაქ ლილისთან მდებარე მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ვილა Cavrois-ში გამოფინა.
გამოფენაზე “Design! Muller Van Severen at Villa Cavrois” დიზაინერებმა ძველი და ახალი, 2011 წლიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. ავეჯის გამოფენა იმ 1-წლიანი პროგრამის ნაწილია, რომელსაც არა მარტო ქალაქი ლილი, არამედ, მთელი ლილი მეტროპოლის რეგიონი, World Design Capital-ის სტატუსით მასპინძლობს.
ვილა Cavrois 1929-1932 წლებში, ფრანგმა არქიტექტორმა რობერტ მალე-სტივენსმა ააშენა. თავდაპირველად ის ტექსტილის მწარმოებლის, პოლ კავრუას საცხოვრებელი სახლი იყო. თუმცა, II მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და კაზარმად გადააკეთეს.
[წყარო: Dezeen]