in

Villa Domes — საოჯახო სახლი მოლდოვაში

Alliance Group
Alliance Group

Villa Domes მოლდოვაში, კიშინიოვთან ახლოს მდებარეობს. 4 კაციანი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლი სამ ფუნქციურ ზონას აერთიანებს: დასასვენებელი, გამწვანებული სივრცე, და საერთო ფართი. პირველი მათგანი მოიცავს ტერასას, აუზსა და კოცონის დასანთებ ორმოს. დიდი შუშის კედლების წყალობით, გარე სივრცე ვიზუალურად უკავშირდება მისაღები ოთახს. ზაფხულში ბაღი საცხოვრებელს ჩრდილით უზრუნველყოფს და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანს წარმოადგენს. გამწვანება საძინებლის ნაწილია, რაც ოთახს ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნის განცდას სძენს.

შესასვლელი სახლის მთავარ აქცენტს წარმოადგენს. ბეტონის კონსტრუქციის პლასტიკურობას, გარდა ესთეტიკურისა, კონსტრუქციული ფუნქციაც აქვს — ის მთელ სტრუქტურას დამატებითი სიმტკიცით უზრუნველყოფს.

სახურავის პირამიდული ფორმები განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ამ „გუმბათების“ მწვერვალზე დამონტაჟებული ფანჯრები შიდა სივრცეში ჰაეროვან ატმოსფეროს წარმოშობს.

შიდა კედლები გაფორმებულია ხის პანელებით. გარდა სიმყუდროვისა, კონტრასტი მინის ცივ კედლებსა და ხეს შორის მთელ შიდა სივრცეს მასიურობის განცდას სძენს. ავეჯისთვისაც იმავე ხის მასალა გამოიყენება. აქცენტების სახით ნახატები და ქანდაკებები გვევლინება, რომლებიც ინტერიერს სიმშვიდის დინამიკითა და კონტრასტებით უზრუნველყოფს. სახლი დაგეგმარებულია ისე, რომ დერეფნები სრულიად უგულებელყოფილია, მისაღები ოთახი კი ყველა სხვა ოთახის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

 

ისეთი სივრცეები, როგორებიც არის სამზარეულო, მისაღები ოთახი და საძინებლები, გამოყოფილია ძირითადი საცხოვრებელი ფართისგან. ძილისთვის განკუთვნილი ზონა ბაღისკენ არის მიმართული. ტერიტორიის მცირე ფართობის მიუხედავად, იქმნება ბუნებასთან კავშირის განცდა — თითქოს, ეს არის „ცოცხალი“ ტილო, რომელიც მინის ჩარჩოშია ჩასმული.

შენობა მიმდებარე ტერიტორიასთან კონტრასტს ქმნის. კავშირი ლაკონიურ შიდა სივრცესა და ლანდშაფტის სიმარტივეს შორის, ორგანულად აერთიანებს ამ ვილას ბუნებრივ გარემოსთან.

 

პროექტის ავტორი: Maxim Calujac

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ბინა სკანდინავიური და იაპონური ნოტებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – დავით ხიდურელის ინტერიერი

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში?