შენობა, რომელიც სტოკჰოლმის არქიპელაგში კლდეზე მდებარეობს და სტრომის არხს გადაჰყურებს, ხუთი მოცულობისგან შედგება. ოთახებიდან წყალზე ულამაზესი ხედები იშლება, იმავდროულად, სახლი გარშემორტყმულია უძველესი მუხებითა და ფიჭვებით და ჩაფლულია მათ ფოთლებში. გარემოსთვის დამახასიათებელია მაღალი ხეები და მათი შენარჩუნება პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა.
აქ გაშენებული ბაღი მოგაგონებთ იაპონურ კლდოვან ბაღს თავისი წვრილი ხრეშითა და გამოკვეთილი კლდეებით. სახლის უფრო პრივატული ოთახები შენობის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, ხოლო საცხოვრებელი ფართი და სამზარეულო – სხვა, უფრო დიდ მოცულობაში, რომლიდანაც ხედი როგორც ბაღისკენ ასევე, წყლისკენ იშლება.
ამ მოცულობებს შორის დამაკავშირებელ ელემენტს წარმოადგენს მთავარი შესასვლელი, რომელიც სპილენძის მოპირკეთებით არის გამოკვეთილი. ხედები შემოიფარგლება ფანჯრის ხის ჩარჩოებით, რომლებიც შავი ფასადის პანელებსა და შავი ლითონის სახურავთან კონტრასტს ქმნის. თხელი ფოლადის კონსტრუქცია წარმოადგენს საყრდენს შენობის კონსოლური ნაწილებისთვის, მათ შორის დიდი აივნისთვის, საიდანაც არქიპელაგის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”