in

“ვილეროი ბოხისა” და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობა გრძელდება

Villeroy & Boch-სა და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაცია წარმოადგენს ქართველი ხელოვანისა და გერმანული ბრენდის თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს. პროექტის მიზანი კი საქართველოსა და ქართული ხელოვნების ცნობადობის გაზრდაა.

ბრენდმა მისი ნამუშევრებით გაფორმებული ჭიქების 3 სერია უკვე გამოუშვა. სულ მალე, 2021 წლის 14 ოქტომბერს კი გაყიდვაში ჩაეშვება რუსუდან ფეტვიაშვილის გაფორმებით შექმნილი თეფშები, რომლებიც ასევე სამ სერიად იქნება წარმოდგენილი.

ეს კი “ვილეროი და ბოხისა” და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაციით შექმნილი მე-2 თეფშია, რომელის სახელწოდებაც „სიყვარულია“. აქვე გეტყვით, რომ ეს თეფში ლიმიტირებულ გამოშვებას წარმოადგენს და ის მსოფლიოში სულ 500 ცალია წარმოებული.

შეგახსენებთ, რომ “ვილეროი და ბოხი” არის გერმანული ბრენდი, რომელიც 1748 წელს შეიქმნა და ის უმაღლესი ხარისხის ფაიფურსა და მინას აწარმოებს. ვილეროი და ბოხის ოფიციალური მაღაზია საქართველოში 2005 წელს გაიხსნა და ის დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

Chalet Sno Marco Polo – გუდაურთან ერთად დაბადებული გამორჩეული ტიპის სრულიად ახალი დასასვენებელი შალეები

რიჩარდ როჯერსი – მაღალტექნოლოგიური არქიტექტურის გურუ