ეს სახლი არ არის სტანდარტული სკანდინავიური საცხოვრებელი სუფთა ხაზებითა და თანამედროვე დიზაინით. მომხიბვლელი და თბილი აგარაკი ვინტაჟური ბოჰემური ოთახებით, მშვენიერი სოფლის სამზარეულოთი და საუცხოო გარე სივრცეებით არის უზრუნველყოფილი.
სახლი შვედეთში, სტოკჰოლმიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობს, მაგრამ აქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ქალაქს მილიონობით კილომეტრი გაშორებთ — აგარაკი საოცარი ბუნებით არის გარშემორტყმული.
ინტერიერი ღია ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი. სივრცეებს სიმყუდროვეს მატებს ქსოვილები, ანტიკვარული ნივთები და ოთახის მცენარეები.
სამზარეულოს ლამაზი ხის კოჭები, ტრადიციული შვედური ბუხარი და ხის იატაკი განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
სახლს მხოლოდ ორი საძინებელი აქვს. შენობის წინა მხარეს გხვდება დიდი ვერანდა, რომელიც მშვენიერ ბოჰემურ ატმოსფეროს ქმნის და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატე
ბითი მისაღები ოთახი. ბაღში კი განთავსებულია სათბურს (რაც საკმაოდ გავრცელებულია შვედეთში) და ის ხშირად ითავსებს მოსასვენებელი სივრცის ფუნქციას.