in

შექმენი შენი ოცნების სააბაზანო VitrA Georgia-სა და Merlons-თან ერთად

VitrA – მსოფლიოში ცნობილი ბრენდი პოპულარულია სააბაზანო აქსესუარებისა და კედლის, იატაკის, კერამოგრანიტის ფილების წარმოებით. მისი ძირითადი უპირატესობა ხარისხთან და სანდოობასთან ერთად, პროდუქციის გამორჩეული დიზაინია, რომელიც მუდმივად ინოვაციებს სთავაზობს მომხმარებელს და ესთეტიკურად დახვეწილ, თანამედროვე სივრცეს ქმნის.

Merlons წარმოადგენს VitrA Georgia-ს და აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდს, როგორებიცაა:

Infinity – მაღალი ხარისხის, დიდი ზომის კერამიკული ფილების მწარმოებელი, დიზაინერების რჩეული ბრენდი, რომლის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. Infinity-ის კოლექცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილ, მრავალფეროვანი ზედაპირის მოდელებს მოიცავს, რომლებიც ნებისმიერ ადგილს უნიკალურ სივრცედ აქცევს.

Dune – ბრენდის შემქმნელები მუდმივად იკვლევენ ბაზრის მოთხოვნებს, მოდისა და ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს და ამის გათვალისწინებით ქმნიან კოლექციას, რომელიც ორიგინალურობით, დიზაინის მრავალფეროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. დახვეწილი და მიმზიდველი ფილები განსხვავებული სტილის დიზაინს იდეალურად ერწყმის.

Empolo – გემოვნებისა და მაღალი ხარისხის ურთიერთკავშირით Empolo მომხმარებლებზე მორგებულ, აბაზანისთვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს. ოცწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მაღალი პროფესიონალიზმითა და  პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეული მოდელის დიზაინს და მსოფლიო ბაზარზე საკუთარ ხელწერას – გამორჩეული დიზაინის ნაწარმს ქმნის.

Ascale – ბრენდის პროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კოლექცია შექმნილია სხვადასხვა მასალის გამოყენებით. ესენია: მარმარილო, ქვა, ცემენტი, ხე, ლითონი და არაერთი მინერალი, რომელთა წარმოების შედეგად მიიღება დიდი ზომის ფილები. ნაწარმი მდგრადია წყლისა და ტენიანობის მიმართ და სიმტკიცით გამოირჩევა, რაც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს მის მოხმარებას.

Cottodeste – იატაკისა და კედლის ზედაპირების დასაფარად დიზაინერები ხშირად იყენებენ Cottodeste-ს პროდუქციას. გამოცდილი ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალებსა და მასალის ხარისხზე ამახვილებს, რის შედეგადაც, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, ესთეტიკურად დახვეწილ, მდგრად და მტკიცე ფილებს ქმნის.

TAU –  ბრენდი მუდმივად ზრუნავს ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კერამიკული ფილების ერთ-ერთი წამყვანი ნაწარმი, ტექნიკური შესრულებით და ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, რომელიც თქვენი სივრცის სილამაზესა და სიჯანსაღეს განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Merlons-ი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს და სხვადასხვა პრემიუმ-კლასის ბრენდების შემოერთებას აპირებს, რათა მომხმარებელს უფრო დიდი არჩევანი შესთავაზოს. ხარისხიანი, განსხვავებული დიზაინის კოლექციის შეძენა კი VitrA Georgia-სა და Merlons-ის ფილიალებში შეგიძლიათ, რომლებიც თბილისში, ა. ბელიაშვილის N142 ნომერსა და ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის N1-ში მდებარეობს.

 

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ინტერიერის დიზაინი, როგორც სათავგადასავლო მოგზაურობა – ინტერვიუ ნათია კარიაულთან

მარსელ ბროიერის საკულტო ნამუშევარი — სკამი Wassily