ინტერიერში ხშირად გვხვდება შუშებინი სათავსო — ვიტრინა, რომელიც მნიშვნელოვანი ფუნქციური ელემენტია სივრცეში. ვიტრინა უმეტესად, სასადილო და მისაღებ ოთახს ამშვენებს და ჭურჭლის, დეკორისა თუ აქსესუარების განსათავსებლად გამოიყენება, რაც ორგანიზებული, მოწესრიგებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს და სახლში დამატებით ტევად სათავსოს ქმნის. ამავდროულად, ავეჯის ელემენტს ზონების გასამიჯნად და კუთხეების გამოსაკვეთად იყენებენ, განსაკუთრებით სტუდიოს ტიპის ბინებში, სადაც სასადილო და მისაღები გაერთიანებულია.
გარდა ამისა, ვიტრინა კარგი დანამატია დეკორაციაში სიახლის შესატანად და ინტერიერის მრავალფეროვნებისთვის, რადგან მიმზიდველი დიზაინითა და შემინული ზედაპირებით საინტერესო ხიბლს სძენს გარემოს.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ადგილებს, სადაც განსხვავებული დიზაინის მოდელებს შეხვდებით და თქვენთვის სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევთ.