in

ვიწრო სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

მცირე ზომის ბინებსა და სახლებში სამზარეულოს მოწყობა ხშირად გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ რთულია, რადგან სივრცე საკმაოდ შეზღუდულია და განათებაც ნაკლები რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ რამდენიმე სასარგებლო მეთოდს, რომელთა გამოყენებითაც თქვენი სამზარეულო ძალიან დახვეწილი და ელეგანტური იქნება.

ვიწრო სამზარეულო სწორედ ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტაა, სადაც ნივთებისა და ავეჯის სწორად განაწილების შემთხვევაში, მიიღებთ მოწესრიგებულ, დახვეწილ ოთახს, რომელიც არ იქნება ქაოსური და დამღლელი. ამ ყველაფრის მისაღებად საუკეთესო გზა რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული სათავსოს შექმნაა, მაგალითად, მცურავი კარადები, თაროები და სხვა. დღევანდელ სტატიაში კი ვიწრო სამზარეულოს რამდენიმე რეალურ ფოტოს გაგიზიარებთ, რომლებიც შეიძლება თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

სახლი ოკეანის ხედებით – Studio Saxe-ს პროექტი

ემოცია, როგორც ინტერიერის დიზაინის მთავარი დანიშნულება — ინტერვიუ სალომე გულორდავასთან