in

Volvo Retail Experience – ვოლვო ქარ საქართველოს სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი, კონცეპტუალური შოურუმი

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შოურუმი გაიხსნა. ვოლვოს სტანდარტების მიხედვით აშენებული სივრცე ზუსტად იმეორებს სკანდინავიურ სტილს და მომსახურების სრულიად ახალი, ინდივიდუალური მიდგომა შემოაქვს.

„ვოვლო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. მასშტაბური პროექტისათვის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

განსაკუთრებული არქიტექტურით შექმნილ, ორსართულიან შენობას გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს ცხრა-მეტრიანი მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები. ყველაფერი რასაც შოურუმში შეხვდებით, გადამუშავებული მასალისგანაა შექმნილი.
რომეო ესართია, „თეგეტა ჰოლდინგის“ საპროექტო-არქიტექტურის დეპარტაენტის ხელმძღვანელი:Volvo Retail Experience არქიტექტურით,  სკანდინავიური მინიმალიზმითა და სწორხაზოვანი ელემენტებით გამოირჩევა. ინტერიერის მოწყობისას მხოლოდ ეკომეგობრული მასალები გამოვიყენეთ. ორფეროვანი ვიტრაჟები, რომელიც შენობას განსაკუთრებულ იერსახეს აძლევს, ენერგოეფექტურია და საფრანგეთში, სპეციალური შეკვეთით დამზადდა. ხის ელემენტები –  კიბის საფეხურები, იატაკი და ავეჯი შვედეთიდან, გერმანიდან და სლოვენიიდან ჩამოვიტანეთ. შოურუმის სამუშაოები სრულად Volvo-ს ოფიციალური გაიდლაინის მიხედვით წარიმართა, ადგილობრივ კანონმდებლობასთან შეთავსებით“

სკანდინავიური მინიმალიზმით აშენებულ შოურუმში, გახსნის ღონისძიებისთვის Volvos ისტორიის სტენდი მოეწყო, რომელიც  ბრენდის წარსულზე მოგვითხრობს.  წარმოდგენილ ექსპონატებს შორის იყო, მაგალითად, უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 შექმნა.

,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შენობის შიდა ნაწილი 1200 კვადრატული მეტრია  და ეს ფართობი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს, დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მატერიალებით შეარჩიოს ავტომობილი. შოურუმის მთავარ დარბაზში ოთხი მანქანის განთავსებაა შესაძლებელი. საოფისე ზონაში კი 15 სამუშაო ადგილია მოწყობილი.

საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტრის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომსახურება კი ვოლვოს პერსონალური მიდგომით განხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ  მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს მისი ავტომობილის ისტორიას.

,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმის განახლებაზე სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ მუშაობდა. ვოლვოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვრა მშენებლობის თითოეული დეტალი. პროცესს ,,ვოლვო ქარსი“ მეთვალყურეობდა.

„ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის ქვეყნებშიც გეგმავს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანიავოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

[R]

10 კითხვა, რომლებსაც კვალიფიციური ინტერიერის დიზაინერი აუცილებლად დაგისვამთ — სტუდია „Design it“-ის გზამკვლევი

რა უნდა გავითვალისწინოთ მიკროტალღური ღუმელის შეძენამდე?