in

Wästberg – კომპანია, რომელიც კარგი განათების საშუალებით კეთილდღეობას ქმნის

მაგნუს ვესტბერგი – Wästberg-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი შვედეთში გაიზარდა. მამამისი განათების კომპანიას მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ მაგნუსმა გადაწყვიტა მამის კვალს არ გაჰყოლოდა, მაინც ამ გზაზე აღმოჩნდა და მამასთან დაიწყო მუშაობა.

მაგნუსი მალევე მიხვდა, რომ კარგი განათება მხოლოდ გაზომვით პარამეტრებს არ ეყრდნობა, არის სხვა განუზომელი ელემენტები, რომლებიც თანაბრად აუცილებელია – თვისებები, რომლებიც ჩვენს ადამიანურ ბუნებაზე, ემოციებსა და საჭიროებებზე საუბრობს.

მაგნუს ვესტბერგი

სწორედ ამ დროს წააწყდა იგი პოლ კლეის ციტატას, რომელიც მაგნუსის აზრებს უბრალოებითა და ელეგანტურობით გამოხატავდა. ეს სიტყვები მისი საკუთარი განათების ფილოსოფიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს: „ერთი თვალი ხედავს, მეორე – გრძნობს.“

ასე რომ, 2008 წელს, მაგნუსმა დააარსა საკუთარი განათების კომპანია – Wästberg და კარგი განათებით კეთილდღეობის შექმნის მისიას შეუდგა.

კარგი განათების საშუალებით კეთილდღეობის შექმნა

წამყვან არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობით Wästberg ქმნის ხანგრძლივ, ტექნოლოგიურად გამართულ, ეკონომიკურად მომგებიან და ეკოლოგიურად გაცნობიერებულ განათებას, რომელიც პასუხობს ადამიანის ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს – როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს და ადაპტირდება მათთან, როდესაც ისინი ვითარდება და იცვლება.

Wästberg-ის 2008 წლის მანიფესტში – Lamps for Neandertal Man, კომპანიამ შუქთან  ცეცხლის სახით ადამიანის პრიმიტიული ურთიერთობა აღნიშნა. მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცეცხლი ჩვენი ერთადერთი სინათლის წყარო იყო. ის აფრთხობდა გარეულ ცხოველებს, გვაკავშირებდა, გვათბობდა და თავს დაცულად გვაგრძნობინებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სინათლის წყარო, რომელიც შეგეძლო ახლოს შეგვენახა და გაგვეკონტროლებინა.

ელექტრო განათება უკვე საუკუნეზე მეტის, რაც არსებობს – ეს ადამიანის ევოლუციასთან შედარებით თვალის დახამხამებაა. დღეს კომპანია ცდილობს, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამყაროსთან შესაბამისობისთვის, ადამიანის პრიმიტიული მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ჩვენს ზედმეტად განათებულ სივრცეებში, რომლებიც შექმნილია მცდარი წარმოდგენით, რომ მეტი სინათლე მეტ პროდუქტიულობას ნიშნავს, თავს დაუცველად და პატარებად ვგრძნობთ. კომპანიას სჯერა განათების, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ საჭიროებებს პასუხობს.

ტექნოლოგია და ინოვაცია არის საფუძველი იმისა, თუ რას აკეთებს კომპანია და, კარგი განათების უზრუნველსაყოფად, ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტია. თუმცა, Wästberg-ში კარგად ესმით, რომ „რაც ტექნიკურად შესაძლებელია, ადამიანისთვის ყოველთვის სასურველი არ არის.“ კომპანიისთვის ნამდვილი ინოვაცია ნიშნავს ძალისხმევას საუკეთესო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Wästberg 2008 წელს მაგნუს ვესტბერგის მიერ ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. წლების განმავლობაში კომპანიამ ხანგრძლივი თანამშრომლობა დაამყარა წამყვან არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, როგორებიც არიან: ილზე კროუფორდი, დევიდ ჩიპერფილდი, კლასონ კოივისტო რუნი და დირკ ვინკელი.

Wästberg-ის პროდუქცია შემუშავებულია შვედეთში და მისი ხილვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოფისებში, სახლებში, სასტუმროებსა და მუზეუმებში შეგიძლიათ. კომპანიას საერთაშორისო აღიარება და 50-ზე მეტ პრესტიჟული ჯილდო გააჩნია.

მივიწყებული ლონდონური პენთჰაუსის ახალი სიცოცხლე

სტუდიო ტიციან ტაბიძის ქუჩაზე – ქეთო კვინიხიძის ინტერიერი