in

რატომ უნდა ავირჩიოთ Wavin-ის კანალიზაციის მილები?

გლობალური ბრენდი — Wavin, რომელიც ნიდერლანდებში 1955 წელს დაარსდა, თავდაპირველად პლასტმასის მილებს აწარმოებდა. დღესდღეობით კი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა წყალგაყვანილობის, გათბობის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების წარმოებით მთელ მსოფლიოში. ბრენდი მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა და მთავარ ყურადღებას პროდუქტის კვლევასა და განვითარებაზე ამახვილებს, ამიტომ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით ეკოლოგიურად მდგრად და ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული კანალიზაციის ხმადამხშობი მილი Wavin-ის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო სექტორში ხმაურის დონის შესამცირებლად და კომფორტის გასაზრდელად გამოიყენება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მის 4 მთავარ უპირატესობაზე, რის გამოც მოდელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვებში მოწინავე ადგილს იკავებს.

ხმაურის დაბალი დონე — Wavin-ის ბრენდის კანალიზაციის მილის მთავარი უპირატესობა მისი ხმადამხშობი თვისებაა, რის გამოც პროდუქტის გამოყენება ძალიან კომფორტულია მრავალსართულიან შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში. ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, მისი მინიმალური აკუსტიკური მაჩვენებელი: 10 დბ(A) 2ლ/წ-ია, რაც ეფექტურად ახშობს კანალიზაციის სისტემის მიერ გამოწვეულ ხმაურს და მომხმარებელს დისკომფორტისგან იცავს.

მდგრადობა — Wavin-ის ნაწარმი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. კანალიზაციის ხმადამხშობი მილის მასალა მედეგია მექანიკური დაზიანების, კოროზიისა თუ ტემპერატურის ცვლილების მიმართ. ასევე, სპეციალურად დამუშავებული შავი ფერის ტექსტურა პროდუქტს UV სხივებისგან იცავს, ამიტომ შენობის გარეთაც თავისუფლად გამოიყენება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უზრუნველყოფილია მოდელის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა და მისი საიმედო ფუნქციონირება.

ეკოლოგიური სისუფთავე და მრავალფეროვანი დიზაინი — ბრენდი სრულად იცავს ეკოლოგიურ სტანდარტებს და მომხმარებელს უსაფრთხო, ჯანსაღ პროდუქციას სთავაზობს, რაც გარემოსა და ადამიანების დაცვას უწყობს ხელს. ამას გარდა, Wavin-ის კოლექციაში კანალიზაციის ხმადამხშობი მილების ზომისა და დიზაინის ფართო არჩევანს შეხვდებით, რაც სასურველი მოდელის შერჩევას გაგიმარტივებთ.

მრავალფეროვანი გამოყენება — Wavin-ის კანალიზაციის მილები იდეალურად თავსებადია ნებისმიერი ტიპის პროექტისთვის — კერძო სახლის, მრავალბინიანი კომპლექსებისა თუ კომერციული შენობებისთვის, ამიტომ ის სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით აქტიურად გამოიყენება.

Wavin-ის კანალიზაციის ხმადამხშობი მილების შეძენა ექსკლუზიურად „მაქსთერმის” შოურუმშია შესაძლებელი, სადაც თქვენთვის სასურველ ზომასა და დიზაინს მრავალფეროვანი პროდუქციიდან შეარჩევთ.

რუბრიკის წარმომდგენია მაქსთერმი

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე პენტჰაუზი ნიდერლანდებში

რთული კონფიგურაციის მქონე სახლის ტრანსფორმაცია ფუნქციონალურ საცხოვრებლად — გიორგი გუგუნავას პროექტი წყნეთში