in

ჰოლანდიური ფერმის სახლის ტრანსფორმაცია — Wenink Holtkamp Architecten-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ეს ტიპური ჰოლანდიური მოგრძო ფორმის ფერმის სახლი მდებარეობს დაცულ სოფელში რომელსაც როგორც კულტურული, ასევე ისტორიული ღირებულება გააჩნია. რენოვაციისას, არქიტექტურული ფირმის — Wenink Holtkamp Architecten-ის არქიტექტორებმა პროექტი ისე შეადგინეს, რომ გზის მხარეს შენობის ისტორიული იერსახე შენარჩუნებული და გამყარებული იყოს. რაც შეეხება უკანა ეზოს, აქ სახლი თანამედროვე ვილას მოგაგონებთ. როგორც გარეგნულად, ასევე შიგნით, გამოყენებულია კონტრასტები — ისტორიულსა და თანამედროვეს შორის, განმარტოებასა და ღიაობას შორის.

მეპატრონეების სურვილი იყო, ბაღთან რაც შეიძლება მეტი ყოველდღიური ინტერაქციის უზრუნველყოფა. მათ ახლა შეუძლიათ აირჩიონ ისტორიული ფერმის სახლის დახურული მყუდრო სივრცე ან — ღია კავშირი ბაღთან.

სხვადასხვა ატმოსფეროსა და მასალის ნაზავი სახლის დიზაინს უნიკალურს ხდის. არცერთი სივრცე არ არის იდენტური და თითოეულს თავისი უნიკალური თვისებები გააჩნია. თანამედროვეობისა და ტრადიციულობის შეხვედრა არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ ინტერიერის თითოეულ დეტალშიც იგრძნობა.

 

პროექტის ავტორი: Wenink Holtkamp Architecten

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რამდენად ღირს ყიდვა/გაყდვა/გაქირავება უძრავი ქონების აგენტის დახმარების გარეშე?

მონსტერა — სასარგებლო რჩევები მცენარის მოსავლელად