სარკე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ინტერიერის დიზაინში სარკეებს სხვადასხვა ყოველდიური დანიშნულებით იყენებენ: სახლში ბუნებრივი განათების გასამრავლებლად და ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად, სივრცის გასაზრდელად თუ დეკორატიული ფუნქციით. homeis.ge წარმოგიდგენთ თბილისის მაღაზიებს, სადაც შეძლებთ დეკორატიული სარკეების შეძენას.
1.Ashley Homestore
მრავალფეროვან არჩევანს ვხვდებით მაღაზიაში “Ashley Homestore”. ამერიკული ბრენდის მაღაზია საქართველოში 3 ადგილას არის გახსნილი. გამორჩეული დიზაინის სარკეების ყიდვას კომპანიის საიტზე შეძლებთ.
2.ახალი ნათება
მაღაზია “ახალი ნათება” საქართველოში 1999 წლიდან განათებების ფართო არჩევანს გვთავაზობს. სხვა ყველაფერთან ერთად, მაღაზიის ონლაინ კატალოგში შეგიძლიათ სახლის აქსესუარები, მათ შორის სარკეებიც, შეარჩიოთ, რომელიც თქვენ ინტერიერს საინტერესოს გახდის.
3.Mind The Shop
MIND THE SHOP ახალი კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც საქართველოში დამზადებული, განსხვავებული დეკორატიული სარკეების შეძენას შეძლებთ.
4. White Studio
საქართველოში მოპოვებული თეთრი თიხით დამზადებული, უნიკალური ნივთები, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს საინტერესოს და განსხვავებულს გახდის, შეგიძლიათ “White Studio”-ში შეიძინოთ. ბრენდის სარკეების შეძენას პანდემიის პირობებში ონლაინ, დისტანციურადაც შეძლებთ.
5.Mysa
მაღაზია “Mysa”-ში იკეას ბრენდის ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის მარტივი ფორმის სარკეების,რომელთა გამოყენებას სახლში სხვადასხვა სივრცეში შეძლებთ.