Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ბრენდული რეზიდენციების წარმატებული საინვესტიციო მოდელისა და მაღალი უკუგების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality-ია, რომელიც ინვესტორისთვის – აპარტამენტის მართვას, გაქირავებას, დატვირთულობის მაჩვენებლის მონიტორინგს, ოპერირების დეტალიზაციასა და სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების, წამყვან ბრენდებთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და უმსხვილესი სტუმარმასპინძლობის პორტფელით, Aimbridge Hospitality ყველაზე დიდი, დამოუკიდებელი მენეჯმენტ კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ალიანს ჰაილაინში თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების მართვას განახორციელებს.
“ჩვენი როლი ამ კოლაბორაციაში არის პერსონალის მომზადება, მტკიცედ უმაღლესი ხარისხის გამოცდილების მიწოდება Wyndham Grand Residence Tbilisi-ის სტუმრებისთვისა და ვიზიტორებისთვის, და სტუმარმასპინძლობის კულტურის განვითარება ამ ბაზარზე, რათა უკეთესად გავუმკლავდეთ მზარდ, მსოფლიო მოთხოვნას.” – არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე-პრეზიდენტი.
Aimbridge Hospitality, როგორც ალიანს ჰაილაინსა და თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების მენეჯმენტ კომპანია
Wyndham Grand Residence Tbilisi პირველი საინვესტიციო ბრენდული რეზიდენციაა თბილისში, რომელიც ლენდმარკ-მულტიფუნქციურ პროექტ ალაინს ჰაილაინის C თაუერში განთავსდება და სადაც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები – ალიანს ჯგუფი, Wyndham Hotels & Resorts და Aimbridge Hospitality გაერთიანდებიან.
Aimbridge Hospitality-ს პირველი პარტნიორი საქართველოში და ქვეყნის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე სწორედ ალიანს ჯგუფია.
“ჩვენ ვამჩნევთ დიდ ძალისხმევას ისეთი დეველოპერებისგან, როგორიც ალიანს ჯგუფია, რომელიც პოპულარიზებას უწევს საქართველოს, როგორც მიმზიდველ მდებარეობას ახალი ბაზრებისთვისა და ახალი მომხმარებლისთვის ყველა კონტინენტზე, რაც, გამოიწვევს ბიზნესის სექტორის მომგებიანობის ზრდას მომავალ წლებში.” – არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ბრენდული რეზიდენციების მნიშვნელოვანი მახასიათებელი ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო მოდელია, რითაც Wyndham Grand Residence Tbilisi-ს მესაკუთრე, პრივილეგირებულია რამდენიმე საკვანძო მიმართულებით:
მისი შემოსავალი პროექტის საერთო მოგების, როგორც ჯამური სანომრე ფონდიდან, ისე კომპლექსის სრული ინფრასტრუქტურიდან გენერირდება და შემდგომ პროპორციულად ნაწილდება.
ამით, Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ინვესტორი უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ბრენდის Wyndham Hotels & Resorts-ისა და Aimbridge Hospitality-ს ბიზნეს პარტნიორი, ხოლო ალიანს ჰაილაინის სრულფასოვანი თანაინვესტორი ხდება.
“როდესაც ჩვენ დავიწყეთ ახალი და მასშტაბური პროექტების მიმოხილვა, რომელსაც ალიანსი საფუძველს უყრიდა – მალე წარსადგენი, თუ დეველოპმენტის ფაზაში მყოფი, Wyndham Grand Residences Tbilisi-ს მსგავსად, დავინახეთ, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორთან ერთად, ამ ბაზარზე გაფართოებისა და მთელ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენის.” – არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტი.