in

Xiaomi-ის მინი პროექტორი

პროექტორი, რომელიც თქვენს ტერასას ნამდვილ კინოთეატრად აქცევს, მაშინ როდესაც დახურულ სივრცეებში კინოჩვენება იკრძალება.

Amazon-ის და Ebay-ს მსგავსად, Xiaomi-მაც გამოუშვა მინი პროექტორი –Mi Smart Compact Projector, რომელიც უფრო მოქნილი და კარგად ადაპტირებული საშუალებაა, რადგან არ არის მთლიანად ტელეფონზე დამოკიდებული და მარტივად შესაძლებელია მისი ინტერნეტთან დაკავშირება. აპარატს ყველა Smart TV-ს ფუნქცია აქვს და იყენებს Android TV-ს ოპერაციულ სისტემას, რაც საშუალებას იძლევა ტელეფონის გარეშეც გამოვიყენოთ ყველა კინოს აპლიკაციზ, რაც ბაზარზეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ხარისხი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით უკეთესია, აქვს აუდიო სისტემა, რომელიც შეიძლება სპიკერადაც გადაიქცეს და დისტანციური მართვით შეგვიძლია გამოვიყენოთ Google-ის ცნობილი პოგრამა Google Assistant. პროდუქტის გაფართოება და ვიდეოს ჩვენების ხარისხი ძალიან მაღალია, რაც მარტივს ხდის მის გარეთ გამოყენებას.

თავის დადებით მხარეებთან ერთად, აქვს რამდენიმე უარყოფითიც, როგორც მიმოხილვებში ამბობენ, არ აქვს ლინზა, რითიც ეკრანის ზომა კონტროლდება, ამიტომ სწორი გამოსახულების დასაჭერად ერთადერთი გზა მისი მოძრაობაა.

დღეს, როდესაც პანდემიის გამო კინოთეატრები არ მუშაობს, მსგავსი ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია სახლში, ტერასაზე ან სადმე ბუნებაში მინი კინოთეატრის მოაწყოთ.

Mi Smart Compact Projector-ის ფასი Amazon-ზე დაახლოებით 650 ამერიკული დოლარია.

ინტერვიუ ნატო ბაგრატიონთან და ელისაბედ ზაუტაშვილთან – Studio+- -ის დამფუძნებლები

The Apartment – თინა საიდენფადენის განსაკუთრებული სახლი დანიაში