in

გემბანის შთაგონებით შექმნილი ხის კაბინა ნორვეგიის სანაპიროზე

Alliance Group
Alliance Group

რა არის კაბინაში ისეთი, რაც მარადიულად გვიზიდავს? ველურ ბუნებაში ყოფნის, თანამედროვე სამყაროსგან თავის დაღწევისა და ბუნებაზე მორგების იდეა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია ყველასთვის. ბუნებრივი მასალების ჭკვიანური გამოყენებით, როგორიცაა ხე და ქვა, კაბინებს აქვთ საშუალება, შეგვიქმნან კავშირი შიდა და გარესამყაროსთან და მათი მეშვეობით სრულიად ჩავეფლოთ ბუნებაში.

კაბინა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, შეიქმნა აქ არსებული ყოფილი სახლის შთაგონებით. ეს ვინტაჟური გარეგნობის კაბინა აშენებულია ნორვეგიის სანაპიროზე მდებარე კლდის ნაპრალზე. ნორვეგიული ფიჭვით შემოსილი ინტერიერი მოიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც დამახასიათებელია ადგილობრივი გემების არქიტექტურისთვის: ბეღელის სტილის კარი კედელში და ადაპტირებადი გრძელი ფასადი, რომლის გასწვრივ კედლის მთლიანი მონაკვეთები იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფასადები ოდესღაც პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებდა ნავებისა და სათევზაო ხელსაწყოების შესანახად, ისინი ახლა შიდა და გარე სივრცეს განუყოფელს ხდიან.

შუშის პანელები გადის უკანა კედელსა და სახურავზე, თითოეული მონაკვეთი გაფორმებულია ბამბის ტილოთი, რათა დიფუზური შუქი შემოიტანოს ქვემოთ მდებარე დიდ, ღია სივრცეში. ასევე, შიდა კედლების გარეშე, ავეჯის გადაწყობა შესაძლებელია ნებისმიერი ვარიაციით.

რაც შეეხება ინტერიერს, იგი აწყობილია ბალიშებითა და ხალიჩებით, რაც ხის სივრცეს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს. აქვე არის ჭერიდან ჯაჭვით დაკიდებული ე.წ შუა ცეცხლი  სივრცის გასათბობად.

ფოტოგრაფი: GAËLLE LE BOULICAUT

როგორ მოვაწყოთ სტუმრის საძინებელი ოთახი? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

პოეტის ქოხი მთაში – მაგიური ადგილი ბურიანის ტყეში