იაპონური მინიმალიზმი და დახვეწილი ესთეტიკა დიზაინში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იაპონური სტილი მარტივი ფორმებით, ეკოლოგიური სისუფთავითა და ელეგანტურობით ხასიათდება, რაც სიმშვიდისა და მყუდროების განცდას ბადებს. ამავდროულად, ამგვარ ინტერიერში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფუნქციურობას და მოსახერხებელი, ეფექტური სივრცის შექმნას.
იაპონური ბრენდებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აქსესუარების ბრენდი „Yamazaki“ აწარმოებს.
„Yamazaki“-მ მოღვაწეობა საოჯახო საუთოო მაგიდების დამზადებით დაიწყო. შემდგომში ბრენდმა პროდუქციის ხაზი გააფართოვა და ცნობილი ქოლგის სადგამების წარმოებით გახდა. მომხმარებელთა საჭიროებების ზრდასთან ერთად, კომპანია განვითარდა და ამჟამად, საერთაშორისო ბაზარზე თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთების გამორჩეულ კოლექციას ქმნის.
„Yamazaki“-ს ნაწარმი სადა, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინითაა ცნობილი – ის სივრცეში დიდ ადგილს არ იკავებს და ინტერიერს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. კომპანიის მიზანი საცხოვრებელში სიმარტივისა და ფუნქციურობის შექმნაა, სადაც მცირე დეტალებს ადამიანისთვის ბედნიერების, ახალი ენერგიისა და სიხარულის მინიჭება შეუძლია. შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.
„Yamazaki“ აწარმოებს: სამზარეულოსა და სააბაზანოს აქსესუარებს, კომპაქტურ სათავსოებს, მცირე ავეჯს, თაროებს, ურნებს, კიბეებს – ყველა იმ ნივთს, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება და რაც ხშირ შემთხვევაში, უინტერესოდ გვეჩვენება. იაპონური ბრენდი ცდილობს, ამგვარი მიდგომა შეცვალოს და უმნიშვნელო ელემენტების გამოყენებით, ინტერიერის სრულად გარდაქმნის შესაძლებლობა მისცეს მომხმარებელს. აქედან გამომდინარე, „Yamazaki“ მაღალი ხარისხის, პრაქტიკულ, ინოვაციურ და გააზრებული დიზაინის მქონე პროდუქციას ქმნის და მინიმალისტური დეტალებით ამდიდრებს სივრცეს. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მაღალი ხარისხის მიუხედავად, პროდუქტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, რაც მასზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.
გამორჩეული იაპონური ბრენდის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აქსესუარების შეძენა უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად მხოლოდ VELI.store-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი, რომელიც სასურველ მოდელს სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს ვადებში მოგიტანთ. Homeis.ge კი დღევანდელ სტატიაში VELI.store-ზე წარმოდგენილ 5 საინტერესო „Yamazaki“-ს მოდელს გაგაცნობთ, რაც არჩევანს გაგიმარტივებთ.
1. ტანსაცმლის საკიდი კიბე
მინიმალისტური დიზაინის ტანსაცმლის საკიდი კიბე დიდ ადგილს გამოგითავისუფლებთ და საკმაოდ ტევად, კომპაქტურ სათავსოს შეგიქმნით. მოდელი პრაქტიკულობასთან ერთად, ნებისმიერი სტილის ინტერიერს დახვეწილობას შემატებს. კიბის დამაგრება სხვადასხვა ზონაში — მისაღებ, საძინებელ თუ სააბაზანო სივრცეში შეგიძლიათ. მასზე ტანსაცმელსა და ტექსტილს მოხდენილად განათავსებთ, ხოლო კედელს დეკორატიულ ელემენტად აქცევთ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
2. პატარა მაგიდა
იაპონური ბრენდის პატარა მაგიდა სიმარტივისა და დახვეწილი დიზაინის იდეალური მაგალითია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს დაამშვენებს. მაგიდაზე თავისუფლად მოათავსებთ ლეპტოპს, დიზაინობიექტს თუ სხვადასხვა აქსესუარს. ავეჯს პატარა სათავსოც აქვს, სადაც წიგნებსა და ჟურნალებს შეინახავთ. მოდელი საკმაოდ გამძლე და ხარისხიანია, ის ლითონისგანაა დამზადებული და თეთრი ფერის ფხვნილითაა დაფარული, რაც მის სიმტკიცეს განაპირობებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
3. სამკაულების სათავსო
„Yamazaki“-ს ორგანაიზერს ცილინდრის ფორმა აქვს, რომელიც ხუთ განყოფილებად იშლება და საკმაოდ ტევად სათავსოს ქმნის. მოდელი იაპონური დიზაინის სიმარტივითა და დახვეწილობით გამოირჩევა. მისი დახმარებით კომპაქტურად დააორგანიზებთ თქვენს აქსესუარებსა და სამკაულს. პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული, რაც მოდელის კიდევ ერთი უპირატესობაა.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
4. სათავსო ბორბლებით
სამ სართულიანი მოძრავი ურიკა ინტერიერში მცირე ადგილს იკავებს, თუმცა ძალიან ტევად და ფუნქციურ სათავსოს ქმნის, რომელიც განსაკუთრებით სამზარეულო ოთახს უხდება. პროდუქტი საკმაოდ მაღალი და ვიწროა, ამიტომ მარტივად ერგება კედლებსა და ავეჯს შორის არსებულ სივრცეს. მას თავისუფლად შეუცვლით ადგილს და კომპაქტურად გამოიყენებთ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
5. მაგიდის ორგანაიზერი
ამ მოდელში დახვეწილი სტილი და ფუნქციურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ზომისა და საინტერესო დიზაინის სინთეზით ტევადი სათავსო მიიღება, რომელზეც შეგიძლიათ მოათავსოთ ბეჭდები, საათები, ტელეფონი, სათვალე თუ გასაღები. ამიტომ საკმაოდ პრაქტიკული და კომპაქტურია. ის დეკორატიული ელემენტის ფუნქციასაც ითავსებს და მინიმალისტური დიზაინით ავსებს სივრცეს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
6. ქოლგების სადგამი
„Yamazaki“-ს კომპაქტურ ქოლგის სადგამში, რომელიც ოთხ დანაყოფიანია, ქოლგებს მოათავსებთ და დიდ ადგილს დაზოგავთ. ეს პატარა, მარტივი, თუმცა დახვეწილი მოდელი შემოსასვლელ სივრცეს უფრო ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს გახდის და ინტერიერს საინტერესო შტრიხებით გაამდიდრებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
შეგახსენებთ, რომ იაპონური ელეგანტური დიზაინის მქონე ფუნქციურ, ტევად და მინიმალისტურ საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ VELI.store-ზე შეიძენთ, რომელიც უმოკლეს დროში უზრუნველუყოფს სასურველი პროდუქტის ადგილზე მიწოდებას.
ველის აპლიკაციიდან შეკვეთისას პირველ შენაძენზე დამატებით 20%-ის დაზოგვას შეძლებთ, კოდით: APP20. გადმოწერა შეგიძლიათ როგორც IOS, ისე Android მოწყობილობებზე.