in

იტონგის გეომეტრიული სიზუსტის აირბლოკი როგორც სწრაფი მშენებლობის გარანტი

IPS
IPS

თანამედროვე მსოფლიოში ყველა პროცესი დაჩქარებულია. ეს სამშენებლო სფეროსაც ეხება. სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით დღესდღეობით შესაძლებელია მშენებლობის პროცესების დაჩქარებაც, რაც 21-ე საუკუნეში დიდ უპირატესობად ითვლება. სწორედ ამ მისიას ემსახურება იტონგის აირბლოკი, რომლის მნიშვნელოვანი უპირატესობა, სხვა სამშენებლო ბლოკებთან შედარებით, გეომეტრიული სიზუსტეა.ეს ყველაფერი კი განპირობებულია აირბლოკის წარმოების პროცესით.

როგორ მზადდება იტონგის აირბლოკი?

იტონგის აირბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად გამოიყენება სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული: ქვიშა, კირი, ცემენტი, თაბაშირი და წყალი.

ნედლეულის არევის შემდეგ, თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ფორის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და მიიღება ნახევრად მყარი მასალა, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, სადაც აირბლოკი იდეალურად, ზუსტი პროპორციებით იჭრება.

დაჭრილი აირბლოკი ავტოკლავურ ღუმელში თავსდება, სადაც მომდევნო 12 საათის განმავლობაში ხდება მისი შრობა-გამყარება მაღალ წნევაზე,190 გრადუსის ტემპერატურაზე. აღსანიშნავია, რომ ავტოკლავური მეთოდი გამორიცხავს შრობის პროცესში ბლოკის დეფორმაციასა და ბზარების წარმოქმნას.

აირბეტონის ბლოკის ზუსტი გეომეტრიული მონაცემები მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ წყობის პროცესს, არამედ შემდგომ შიდა და გარე მოპირკეთებასაც.

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის სიმსუბუქე  უზრუნველყოფს სამშენებლო მოედანზე მის სწრაფ წყობას, რაც 2-ჯერ აჩქარებს სამშენებლო პროცესს, შესაბამისად ამცირებს ხარჯებსაც.

იტონგის აირბლოკი შეიძლება დაიხერხოს ან გაიბურღოს იტონგის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადგილზე მის პროდუქტიულობას.

რომ შევაჯამოთ, ზემოთაღნიშნული დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, იტონგის აირბლოკი იდეალურია როგორც კერძო, ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის, რადგან მისი გამოყენებით მშენებელი ზოგავს როგორც სამშენებლო ხარჯებს, ასევე დროსა და ენერგიას.

რუბრიკის წარმდგენია იტონგ კავკასუსი.

დაფარული პლინტუსი – რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში

თანამედროვე კლასიკა — ელეგანტური ბინა მილანში