in

„ზიკერ საქართველო“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ შეკრებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება, სახელწოდებით „homeis შეკრება“. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრების” მოწყობა გადაწყვიტა. ამჯერად, „homeis შეკრების“ მთავარი თემა გახლავთ „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

ღონისძიებას ეყოლება სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გათვალისწინებულია პანელური დისკუსიების ნაწილიც. აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.

„homeis შეკრების“ პარტნიორია კომპანია Zeekr საქართველო. ღონისძიების მხარდაჭერაზე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა კევლიშვილი გვესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობისაა „homeis შეკრება“ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?

მსგავსი სექტორული შეკრებები ყოველთვის სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. ასეთ დროს, იზრდება თვითონ დარგის ცნობადობა და საზოგადოებამდე თუ მიზნობრივ სეგმენტამდე უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიდის. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სფეროს პროფესიონალების შეხვედრები, მათ შორის კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო მოვლენებზე მსჯელობა. მსგავსი შეკრებების გარეშე ძნელია დარგის ექპერტები იცნობდნენ კარგად ერთმანეთს. მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია საუკეთესო შედეგის მიღება.

რატომაა Zeekr-თვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების პარტნიორობა?

„ზიკერი“, როგორც ბრენდი არის სწორედ ამ დარგის წარმომადგენლებისთვის საინტერესო, ამასთან კი მისი იდეა, კონცეფცია და პროდუქტის დიზაინი სწორედ დარგს ეხმიანება ყველაზე მეტად. დიზაინით დაინტერესებული პირებისთვის ძალიან ძნელია ისეთი ავტომობილის თვალის არიდება როგორიც ზიკერია. მასზე განსაკუთრებული ძალისხმევა სწორედ ინტერიერის, ექსტერიერის და ტექნოლოგიური მიმართ დაიხარჯა.

რა მოლოდინი გაქვთ გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და თქვენ რას უმზადებთ სტუმრებს?

ღონისძიების სტუმრები, ვფიქრობთ საქართველოს ბიზნეს სექტორის ძალიან საინტერესო აუდიტორიაა. გვინდოდა უფრო ახლოს გაგვეცნო მათთვის „ზიკერი“, როგორც საქართველოში ახლახან წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიური ბრენდი და ამასთან მიგვეცა საშუალება თავად გამოეცადათ ჩვენი მოდელები/

ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხოლო ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე 19  სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების წარმდგენია: ლისი დეველოპმენტი.

პარტნიორები: Render Group,  JYSK,  ცელსიუსი,  კაპაროლიგაბილდიveli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.

მხარდამჭერები: MieleTONრივერსაიდიMA Architectsელიტ ელექტრონიქსიIPSლაზიერიNext Building Technologies, Office Technologies, TBC Concept, ალდაგი, Archtrade, BUILDY.

„ცელსიუსი“ ღონისძიება „homeis შეკრების“ პარტნიორია

რა გავლენას ახდენს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე