ზეთისხილის ბაღით გარშემორტყმული HV Pavillon მდებარეობს ტოსკანაში, მარემის მთებში. ამ პროექტზე GGA gardini gibertini architects-მა იმუშავა. HVP ტიპური ხმელთაშუაზღვის არქიტექტურაა, რომელიც უფრო მეტად არქაული მშენებლობის პრინციპებითაა შექმნილი.
ინტერიერი საკმაოდ სადადაა გადაწყვეტილი – აქ ვხვდებით ე.წ “შიშველ მასალებს”, მაგალითად: ბეტონის იატაკი. დიზაინი, უმეტესწილად, გაწყობილია ხით. ამ სადა ინტერიერის დატვირთვა მეტ-ნაკლებად იკისრა ფერადმა ავეჯმა და დეკორმა.
სახლი იდეალურია მათთვის, ვისაც სინათლე და ბუნება უყვარს, რადგან ამ ადგილას ერთიც ჭარბადაა და – მეორეც. ასევე, აღნიშნულ პროექტში ძალიან დიდი როლი უკავია გეომეტრიის სიმკაცრეს – გარდა ექსტერიერისა, ინტერიერიც ზუსტი პროპორციებითაა დაყოფილი.
დიზაინ სტუდია: GGA gardini gibertini architects
ფოტოგრაფი: Ezio Manciucca