in

“ზეზეწარი” – თბილისში პრემიუმ ხაზის ქართული თეთრეულის მაღაზია გაიხსნა

რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალი ტექსტილის მაღაზია “ზეზეწარი“ გაიხსნა, რომელიც აბაშიძის N38-ში მდებარეობს. იდეის ავტორი და ბრენდის დამფუძნებელი 29 წლის მარიკელა ახვლედიანია. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ თავს ტექსტილის ბიზნესში ვერც კი წარმოიდგენდა, ახლა ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ შემთხვევით ამ სფეროში აღმოჩნდა. ყველაფერი კი ძალიან სპონტანურად დაიწყო, როდესაც სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქართულ ბაზარზე ხარისხიანი, პრემიუმ კლასის თეთრეული არ იშოვებოდა.

„იდეა წელიწად ნახევრის წინ სრულიად სპონტანურად გაჩნდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ახალ სახლში გადადიოდა და ვეძებდი საჩუქარს. გადავწყვიტე, მეჩუქებინა ის, რისი არჩევაც თავად ვერ მოახერხა. იცით რა აღმოჩნდა? არც მეტი, არც ნაკლები – თეთრეული. უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ვერსად იშოვა კარგი, კომფორტული, ხარისხიანი პროდუქტი. ეს იყო ერთგვარი ბიძგი და ამის შემდეგ დავიწყე ბაზრის და მოთხოვნების შესწავლა. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ შემეძლო შემეთავაზებინა სწორედ ის, რასაც ეძებდა არა მარტო ჩემი მეგობარი, არამედ უამრავი ადამიანი“ – გვიყვება მარიკელა.

ბრენდის დამფუძნებელმა აქტიურად დაიწყო ტექსტილის შესწავლა, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ტექსტილის გამოფენებზე სიარული, შემდეგ კი პირველი ქსოვილები შეუკვეთა და ზეზეწარის“ შექმნის პროცესიც დაიწყო.

იდეის გაჩენიდან ექვს თვეში პროდუქტი აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე. თავდაპირველად გაყიდვები ონლაინ ფორმატში ხორციელდებოდა, ახლა კი უკვე კომპანიამ ფიზიკური შოურუმი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ტექსტილის ხარისხიანი და მრავალფეროვანი არჩევანი.

შოურუმის ოფიციალური გახსნა

კომპანიის მთავარი ამოცანაა შექმნას ხარისხიანი, ქართული პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც გავა და მომხმარებელს უმაღლესი, პრემიუმ ხარისხის თეთრეულს შესთავაზებს. ბრენდის სახელწოდებაც  სწორედ აქედან მომდინარეობს: ზე-წინსართი ზუსტად ამ აღმატებულობის მაჩვენებელია და შესაბამისად, წარმოიშვა სახელი –ზეზეწარი“.

ბრენდისთვის ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი უმეტესწილად საქართველოში იწარმოება და ეს არა მარტო დამფუძნებელს, არამედ კმაყოფილ მომხმარებელსაც ახარებს, რომელიც უპირატესობას ეროვნულ პროდუქტს ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის შოურუმში განსხვავებული დიზაინისა და ხარისხიანი თეთრეულის გარდა, პიჟამების, ხალათების, პირსახოცებისა და სხვა აქსესუარების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ჭერის ფანჯარა ინტერიერში: მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება

FE House — ტრადიციული ბრაზილიური დიზაინისა და თანამედროვეობის შესანიშნავი სინთეზი