როგორი უნდა იყოს ოცნების სახლი? მისი ძიებისას ბევრ დროს ვხარჯავთ და საკვანძო სიტყვებია: კომფორტი, სიმყუდროვე, ხარისხი, პროფესიონალების გუნდი, მაღალტექნოლოგიურობა, ეკომეგობრულობა და ადგილმდებარეობა. ძიების შედეგებს ბევრ ვარიანტთან მივყავართ, თუმცა გადაწყვეტილებას მარტივად ვერ ვიღებთ, რადგან გვსურს რაღაც სხვა, იმაზე უკეთესი, ვიდრე ვნახეთ…
პროფესიონალებით დაკომპლექტებული და სიახლეებზე ორიენტირებული „ზიონი” ის კომპანიაა, რომელიც ბაზარზე გამოჩენამდე სამი წლის განმავლობაში იკვლევდა პოტენციური მომხმარებლის სურვილებს, აკვირდებოდა დეველოპერული სექტორის გაფართოებას და ფიქრობდა, როგორ შეექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ყველასგან განსხვავებული იქნებოდა – არა უბრალოდ კარგი, არამედ ახალი და უნიკალური. მან მომხმარებლის სურვილები საკუთარ იდეებად აქცია და თბილისის ისტორიულ უბანში, კრწანისში, წამოიწყო „ზიონი ორანჟერეას” მშენებლობა. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც გვიყვარს და გვჭირდება.
პროექტის ისტორია იმითაცაა საინტერესო, რომ ზიონის დამფუძნებლები ებრაული წარმოშობის ქართველები არიან, სამშენებლო სფეროში საერთაშორისო გამოცდილებით, რაც მათ ხედვას კიდევ უფრო დეტალებზე ორიენტირებულს ხდის. მათ იციან, რომ მომხმარებელს უყვარს არა დაპირებები, არამედ კონკრეტული შედეგები. მით უმეტეს, როცა საქმე სახლის შერჩევას ეხება, არ არსებობს დეტალი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ამ დეტალების ერთობლიობას ქმნის ზიონი ორანჟერეაც. ეს დაბალი განაშენიანების, ხუთ სადარბაზოდ დაყოფილი კომპლექსი მოიცავს გამწვანებულ ეზოს, ავტოსადგომს, სპაცენტრს, სავარჯიშო დარბაზსა და აუზს. ამასთან, თითოეულ სახლს თავისი ორანჟერეაც აქვს, რათა მეპატრონე, ბუნებასთან მეტ სიახლოვესთან ერთად, ესთეტიკითაც დატკბეს და ზამთარში დახურულ, ზაფხულში კი ლამაზ ღია სივრცედ აქციოს.
დამატებით დეტალებზე „ზიონის“ კომერციული დირექტორი, ტატიანა ქათამაძე გვესაუბრა.
პირველ რიგში, მიმოვიხილოთ უძრავი ქონების ქართული ბაზარი. რა სჭირდება მას ყველაზე მეტად და როგორია ნიშა, რის შევსებაც Zion-ის ბრენდმა გადაწყვიტა?
უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ფართოვდება, თუმცა ნაკლებად ვითარდება; არსებული დეველოპერული კომპანიების 99% ერთ ენაზე საუბრობს, მათი ისტორიაც და საქმიანობაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათი კომუნიკაციაც კი თითქმის იდენტურია.
ჩვენი ხედვით, თუ ბრენდს სურს იყოს რეალურად გამორჩეული, აუცილებელია, რომ შეცვალოს არსებული ერთფეროვნება. ვფიქრობთ, ამით მაგალითი მივცეთ სხვებსაც გაბედონ და იყვნენ განსხვავებულნი.
„ზიონის“ დიდი ამბიცია ემყარება ცოდნას და საერთაშორისო გამოცდილებას. ეს გვაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ მომხმარებელზე შთაბეჭდილებას ჩვენი სიმტკიცითა და პასუხისმგებლობის შეგრძნებით მოვახდენთ. „ზიონის“ თითოეული სიტყვა და დაპირება ნაფიქრია, რადგან ჩვენ ვიცით სიტყვის ფასი.
გვიამბეთ Zion-სა და მის შემქმნელებზე. რით იყო საინტერესო მისი შემქმნელებისთვის ქართული ბაზარი?
როდესაც „ზიონის“ დამფუძნებლებმა საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება გადავწყვიტეს, ბუნებრივია, ეს პროცესი სახლის შერჩევით დაიწყო. ბევრი შესაძლო არჩევანის მიუხედავად, არცერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც მათ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. მოთხოვნები კი საკმაოდ კონკრეტული გახლდათ. სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის ფონზე, ზუსტად ესმოდათ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სახლი.
არჩევანის გაკეთება რთული აღმოჩნდა. ამას იმედგაცრუებაც ახლდა. შედეგადაც მოჰყვა ის, რომ 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა და იძერწებოდა „ზიონის“ გუნდი, რომელიც დღეს, აშენებს ისეთ სახლს, როგორშიც სიამოვნებით ვიცხოვრებთ ყველა. სწორედ ეს ამბავი იქცა გამოცდილებაზე დამყარებული ამბიციის საბაბად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ავაშენოთ ისეთი სახლი, რომელიც ადამიანების ლეგიტიმურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
როგორია Zion-ის ბრენდი? როგორ გსურთ, რომ დაამახსოვრდეთ მომხმარებლებს?
„ზიონი“ წმინდა მთას ნიშნავს. ის შინაარსობრივად უმაღლეს მწვერვალს, უმაღლეს საფეხურს განასახიერებს. ასეთია ჩვენი ამოცანაც – სამშენებლო სფეროში უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა. „ზიონის“ შექმნა ცხოვრებაზე დაკვირვებამ შთაგვაგონა.
დიდხანს ვიკვლევდით, თუ რა სჭირდება თანამედროვე ადამიანს საკუთარი საცხოვრებელისაგან და გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ბრენდი, რომელიც მას ამ სურვილებს დაუკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი მომხმარებელთან არის – თქვენი სურვილები ჩვენი იდეებია.
ქართულ ბაზარზე თქვენი პირველი პროექტია „ ზიონი ორანჟერეა “! – როგორია პროექტის ხელწერა და რითაა ის გამორჩეული?
„ზიონი ორანჟერეა“ – საცხოვრებელი კომპლექსია კრწანისში, რომელიც გაშენდება მშვიდ და ბუნებაში ჩაფლულ ადგილას და ამავდროულად დედაქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 10 წუთის დაშორებით. პროექტში ძველი თბილისის ხასიათი და თანამედროვე არქიტექტურა აქამდე არნახულ სინთეზში ერთიანდება.
დაბალსართულიანი განაშენიანება, ხუთი სადარბაზო, გამწვანებული ეზო, სავარჯიშო დარბაზი, აუზი, სპა-ცენტრი – საუნათი და მასაჟის ოთახით, მიწისქვეშა პარკინგი… „ზიონი“ ორანჟერეაში გათვალისწინებულია თითოეული ბინის პრივატულობა, რასაც დაგეგმარებისას იუველირული სიზუსტით მივაღწიეთ.
თითოეულ აპარტამენტს საკუთარი ორანჟერეა დაამშვენებს, სადაც ბუნება სახლის ნაწილი ხდება, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას და ამაღლებულ განწყობას გაუჩენს ადამიანებს. „ზიონი“ ორანჟერეაში ბინის შეძენიდან პერსონალური მენეჯერი იწყებს ზრუნვას მაცხოვრებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე.
გვიამბეთ „ზიონ ორანჟერეაზე“ მუშაობის პროცესზე…
თბილისს განაშენიანების ხედვას ყოველთვის ადგილობრივი რელიეფი კარნახობდა. მაგალითად, მეტეხის მთაზე გაშენებეული ნაგებობები იმეორებენ კლდის კონტურს. ეს ფაქტი ჩვენმა არქიტექტორებმაც გაითვალისწინეს. ვინაიდან, კრწანისის ფერდიც არის ქანობიანი, შენობაც არის ტერასული და არსებულ ლანდშაფტზე მორგებული. აქედან გამომდინარე, არ ხდება შენობის საერთო პეიზაჟიდან ამოვარდნა და მისი მოცულობით არსებული გარემოს გადაფრავა. ის ორგანულად ერგება უბნის ისტორიულ იერსახეს.
პროექტის ექსტერიერი ეკუთვნის ქართულ გამოჩენილ და საამაყო არქიტექტურულ კომპანიას DEPHANI. ინტერიერზე კი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე იტალიელმა დიზაინ ჯგუფმა იმუშავა, მატეო ნუნზიატის ხელმძღვანელობით.
მატეოს წინაშე იდგა გამოწვევა, გადმოეცა ძველი თბილისის სული დიზაინის თანამედროვე ტენდენციებით და სამშენებლო პროცესში ბუნებრივი მასალები გამოეყენებინა. საერთო ხედვის შეჯერებით, მივიღეთ მართლაც უნიკალური და გამორჩეული დიზაინი, რომელსაც თანამედროვე ქართულ საცხოვრებელ სეგმენტში ანალოგი არ გააჩნია. მატეო არაერთხელ ეწვია საქართველოს, საფუძვლიანად გაეცნო ქართულ კულტურას, ტრადიციებს და თანამედროვე ტრენდებს.
კრწანისი ორანჟერეა არის პროექტი რომელიც თავად გარემოთია შთაგონებული აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომდევნო პროექტებიც მსგავსი მიდგომით ხორციელდება.
როგორია Zion-ის ბრენდის დაპირება? რისკენ გაქვთ გეზი და როგორ გეგმავთ განვითარებას?
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში საცხოვრებლის მიმართ ადამიანების აღქმა სულ სხვა საფეხურზე ავიყვანოთ. მომდევნო პროექტები უკვე აქტიურ ფაზაშია დამუშავების და მალე მათ შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.
„ზიონის“ გეგმებშია ისეთი პროექტების შექმნა, როგორიც საქართველოში აქამდე არავის უნახავს. რაც მთავარია, დაარსებიდანვე, მთელი გუნდი შევთანხმდით, რომ არასდროს არავის დავპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ. რასაც ვამბობთ – ვაკეთებთ.
[R]