არის რაღაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ჭკვიანურად გაფორმებულ ამ სახლში – თითქოს, მისი თვალიერებისას გიჩნდება განცდა, რომ ყველა დეტალი სრულყოფილადაა მოთავსებული. ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესიდან ლონდონში დაბრუნებული ფოტოგრაფი და გრაფიკოსი ზოე ციმერი არ აპირებდა რაიმე ტიპის უძრავი ქონების ყიდვას, თუმცა ის ნოტინგ ჰილში ერთ ძალიან საყვარელ ბინას წააწყდა..
ამ სახლს სულ რამდენიმე ქუჩა აშორებს იმ ქუჩისგან, სადაც ზოე გაიზარდა. ახლადშეძენილი სახლი აღმოჩნდა ნახევრად დასრულებული სარემონტო პროექტი, რომელიც წინა მფლობელმა ზუსტად საჭირო მომენტში მიატოვა. რეალურად, აქ ყველა სტრუქტურული სამუშაო დასრულებული იყო. შესავსები იყო მხოლოდ კონკრეტული დეტალები და ნივთები. ზოე ციმერმა კი ეს მართლაც სრულყოფილად მოახერხა.
ზოემ, როგორც თვითონ თქვა, აქაურობა “სამოცდაათიანების დეკო სტილით” გააფორმა. და მართლაც – აქაურობა სავსეა პრიალა ზედაპირებით, გლუვი ავეჯეულობითა და ფერადი ნივთებით.
აუცილებელი იყო, რომ მეტწილად მონოქრომული სივრცე თბილი ყოფილიყო, ამიტომ კედლებისთვის ღია ფერები გადაწყდა. ეს ფერები იდეალურად ეხამება ხავერდოვან ფარდებს.
სამზარეულოსა და სასადილო ოთახს ბარის კედელი ყოფს. გამომდინარე იქიდან, რომ ზოეს მართლაც სურდა, მბზინავი სახლი ჰქონოდა, სამზარეულოშიც კი შეხვდებით სარკეებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ზოე ნოტინგ ჰილში გაიზარდა, მან კარგად იცის, რომ მიმზიდველი და საინტერესო ბინისთვის საჭიროა კარგად შერჩეული ახალი და ვინტაჟური ნაჭრები.
აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ზოემ ეს პროექტი მხოლოდ სამ თვეში დაასრულა და დააგროვა ყველაფერი უკანასკნელი ჩაის კოვზამდე. ასე რომ, როდესაც მშენებლები წავიდნენ, ის მზად იყო პირდაპირ გადასულიყო ამ სახლში. “მე ძალიან მოუთმენელი ვარ“, ამბობს ზოე – “როდესაც საქმე მაქვს გასაკეთებელი, ერთ წამსაც ვერ ვიჯდები უსაქმურად.”
დიზაინი: Zoë Zimmer
ფოტოგრაფი: TARAN WILKHU